,,უკრაინა არ არის NATO-ს წევრი, რადგან არსებობს რამდენიმე ქვეყანა, რომლებიც სკეპტიკოსები არიან”- ზელენსკი

,,უკრაინა არ არის NATO-ს წევრი, რადგან არსებობს რამდენიმე ქვეყანა, რომლებიც სკეპტიკოსები არიან,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

,,უკრაინა არ არის NATO-ს წევრი, რადგან არსებობს რამდენიმე ქვეყანა, რომლებიც სკეპტიკოსები არიან. რისი ეშინია ქვეყნების ამ ჯგუფს? მათ ეშინიათ რუსეთის მხრიდან ესკალაციის, ეს ოფიციალური განცხადებებია. როდესაც ამბობენ, რომ რუსეთის მხრიდან იქნება ესკალაცია, ეს ნიშნავს, რომ ეს ომი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, მათი ომი არ არის. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ეს არის დამამცირებელი და მოღალატეობრივი უკრაინის მიმართ,”- განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები