რუსეთის თავდასხმა კიევზე, ხარკოვსა და პავლოგრადზე – არის მსხვერპლი

რუსეთის თავდასხმა კიევზე, ხარკოვსა და პავლოგრადზე –  უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, დედაქალაქში დაშავებულია 22 ადამიანი.

არსებული მონაცემებით, ხარკოვში 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი.

,,ამ დროისთვის ცნობილია, რომ კიევის დაბომბვის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა. წინასწარი მონაცემებით, ხარკოვში ტერაქტის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და 51 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი დაშავდა. ნანგრევებიდან 27 ადამიანი გამოიყვანეს. პავლოგრადში რუსულმა ტერორმა ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებ მათ ნათესავებსა და მეგობრებს. ჩვენი გმირი მაშველები, ისინი, ვინც ყოველთვის პირველები მიდიან მტრის დაბომბვის ადგილებში, მიუხედავად ყველა სირთულისა, აგრძელებენ თავიანთ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ხალხის გადარჩენის მიზნით,”- წერს ზელენსკი.

მსგავსი თემები