საფრანგეთში საპროტესტო აქციის მონაწილეს მანქანა დაეჯახა, დაიღუპა ერთი ადამიანი

საფრანგეთში ფერმერების საპროტესტო აქციის მონაწილეს მანქანა დაეჯახა. შემთხვევის შედეგად  ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

გარდაცვლილი აქტივისტი ქალია. დაშავდა მისი მეუღლე და შვილი.

ინციდენტი ავტომაგისტრალზე მოხდა, რომელსაც მომიტინგეები თივის ზვინებით და ტრაქტორებით ბლოკავდნენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ავტომობილი რამდენიმე ადამიანს შეეჯახა. შედეგად აქციის ერთ მონაწილე დაიღუპა და ორი დაშავდა.

 

მსგავსი თემები