პრეზიდენტმა სი ძინპინმა მეწყერში მოყოლილთა ძებნა-გადარჩენის ბრძანება გასცა

იუნანის პროვინციაში მომხდარი მეწყრის შედეგად 47 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ჩინეთის პრეზიდენტა კი ბრძანება გასცა, დაკარგულთა ძებნა-გადარჩენის სამუშაოები მანამ გაგრძელდეს, სანამ მათ არ იპოვნიან.

სი ძინპინის ბრძანებით, მსხვერპლთა რაოდენობა მინიმუმამდე უნდა იყოს შემცირებული.  მან ასევე მოითხოვა მონიტორინგის გაძლიერება და ადრეული გაფრთხილება, აგრეთვე სამეცნიერო მიდგომა სამძებრო-სამაშველო ძალისხმევის მიმართ მეორადი უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად.

სი ძინპინმა, ასევე შესაბამის უწყებებს მოუწოდა დაზარალებულ ოჯახებს მაქსიმალურად დაეხმარონ და მათთამ ფსიქოლოგებმაც იმუშაონ.

პრეზიდენტი შესაბამის რეგიონებსა და დეპარტამენტებს მიმართავს, შეაფასონ პოტენციური რისკები და შეასრულონ თავიანთი პასუხისმგებლობები, რათა თავიდან აიცილონ დიდი უბედური შემთხვევები.

მსგავსი თემები