„დავშალოთ რუსული კანონი“- პარლამენტთან აქცია ხვალაც გაიმართება

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ხვალ, 10:00 საათზე, პარლამენტთან შეიკრიბებიან. ამის შესახებ ერთ-ერთმა გამომსვლელმა დღევანდელ აქციაზე განაცხადა.

„მოგიწოდებთ, რომ ხვალ 10:00 საათზე უკლებლივ ყველა ვიყოთ აქ. მოგიწოდებთ, როგორც პატიოსანი მოქალაქე, როგირც სტუდენტი. ვიყოთ აქ, ვიყოთ აქ, რომ დავშალოთ რუსული კანონი“-თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

რუსთაველზე აქცია მიმდინარეობს.

მსგავსი თემები