ხარკოვში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა

ხარკოვში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. დაშავებულთა რიცხვმა კი 50-ს გადააჭარბა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

,,მაშველებმა გარდაცვლილი ქალის ცხედარი დანგრეული კორპუსის ნანგრევებიდან ამოიღეს”, – წერია უწყების განცხადებაში

შეგახსენებთ, რომ მორიგი მასიური სარაკეტო იერიში რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე დღეს დილით მიიტანა.

მსგავსი თემები