ბოდბის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

სიღნაღში, ბოდბის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი ბოდბის დედათა მონასტრის ავტოსადგომის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.

ცხედარი სავარაუდოდ, სადგომზე მომუშავე კაცს ეკუთვნის.  წინასწარი ინფორმაციით, მას ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება.

გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

მსგავსი თემები