ტიბეტელები (ფოტორეპორტაჟი)

ტიბეტი ჩინეთის ავტონომიური რეგიონია. ტიბეტელთა მნიშვნელოვანი რაოდენობა ცხოვრობს ჩინეთის პროვინციებში განსუში, ცინგჰაიში, სიჩუანსა და იუნანში. ტიბეტის ოფიციალური ენებია ტიბეტური და მანდარინი, თუმცა, ჩვეულებრივ საუბრობენ ჩინურად.

ტიბეტელების ძირითადი შემოსავლის წყაროა ხელნაკეთი ნივთების დამზადება და ტურიზმი. მაგალითად, ხალიჩების ქარხნიდან, რომელიც დედაქალაქ ლასაში მდებარეობს,  ხალიჩები ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და სამხრეთ აზიაშიც იყიდება.

ტიბეტელები რელიგიური ხალხია და ეს კარად ჩანს ტაძრებში. მიდიან ე.წ. ძღვენებითა და შესაწირით.ტიბეტელები, ძირითადად, რელიგიიდან გამომდინარე, სასმელს არ სვამენ. უფრო მეტად კი  ლუდს ეტანებიან. დადგენილია, რომ ტიბეტელების ცხოვრების  საშუალო ხანგრძლივობა 72 წელია.

რაც შეეხება ტიბეტელების ჩაცმულობას, ტრადიციულ ტიბეტურ სამოსს „ჩუბა“ ჰქვია. მას განსხვავებული ფორმები აქვს. ძირითადად კი ჩუბას ცხვრის ბეწვისგან ამზადებენ. ჩუბა შედგება ცხვრის ბეწვის შიდა ფენებისგან დამზადებული შალის სამოსისგან, შემდეგ არის მოსასხამები, რომლებსაც მატყლისგან ამზადებენ. მოსასხამები ცხვრის ტყავისგან მზადდება.

ტიბეტელებს ძალიან უყვართ სტუმრები და ცდილობენ, მაქსიმალურად სცენ პატივი. უმასპინძლდებიან ტრადიციული კერძებით და განსაკუთრებით იაკის რძით, რომელიც აქ საკმაოდ პოპულარულია და ჯანმრთელ პროდუქტად ითვლება.

ეკა გულუა ტიბეტიდან

ტიბეტი – კერძო სახლები და ცხოვრების წესი – ვიდეო

მსგავსი თემები