„მივიღებთ კანონს და სიტუაცია თავისით განიმუხტება“- პრემიერი

„ქვეყანაში 60%ზე მეტი უჭერს მხარს უშუალოდ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ზოგადად NGO-ების გამჭვირვალობას კი მხარს უჭერს 80%-ზე მეტი, ამას აჩვენებს სოციოლოგიური კვლევა.კანონს მივიღებთ და ყველა დაინახავს, რომ სიტუაცია თავისით განიმუხტება,“- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

პრემიერის თქმით, კანონის მიღების შემდეგ ყველა საარჩევნო რეჟიმზე გადავა.

„.კანონი იქნება მიღებული და ამის შემდეგ უკვე ყველა გადავალთ ზაფხულის და შემდეგ საარჩევნო რეჟიმზე. მარტივად წავა ეს პროცესები.აქვე მინდა შეგახსენოთ, არჩევნები საქართველოში ტარდება ოქტომბრის ბოლოს, თუ დარწმუნებულნი არ არიან, რომ აგებენ ამ არჩევნებს, მაშინ რა ანერვიულებთ? მოიგონ არჩევნები, ერთ თვეში, ერთ კვირაში შეუძლიათ შეცვალონ ეს კანონი. აქედანაც ჩანს, რომ რეალურად არჩევნების არავითარი იმედი არ აქვს ამ რადიკალურ ოპოზიციას”- ამბობს კობახიძე.

მსგავსი თემები