ბოდბის დედათა მონასტერი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ბოდბის დედათა მონასტერი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ გია მანჯაფარაშვილის გარდაცვალების გამო. იგი ჩვენს მონასტერთან არსებულ ავტოსადგომზე მსახურობდა და მუდამ მხარში ედგა მონასტერს ყველანაირ საქმეში. დღესაც კი, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, თოვლის გადახვეტაში მოგვეხმარა. მას გული აწუხებდა და, როგორც ჩანს, გულით გარდაიცვალა.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი კეთილი სული!“, – ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.

ბოდბის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მსგავსი თემები