ზუგდიდი-თბილისის მატარებელი გაჩერებულია – ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

30 წუთზე მეტია ზუგდიდი-თბილისის მატარებელი გაჩერებულია. ფიზიკური დაპირისპირება რკინიგზის თანამშრომელსა და მგზავრს შორის მოხდა. კონფლიქტი ნახევარ საათზე მეტია დაიწყო და ადგილზე ამ დროისთვის პოლიციაცაა მობილიზებული.

თვითმხილველების ინფორმაციით, მატარებელი ხარაგულთანაა გაჩერებული და არ იციან, როდის შეძლებენ მგზავრობის გაგრძელებას. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი თემები