ამ ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიები თუ ვინმემ იცის, მე ვიცი – გიორგი ვაშაძე

,,თანამედროვე ტექნოლოგიები თუ ვინმემ იცის ამ ქვეყანაში, მე მგონი, თავმდაბლად, მე ვიცი,”- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი პრობლემები, რაც არის დღეს, მილიონზე მეტი თანამოქალაქე არის უცხოეთში და ვერ იღებს არჩევნებში მონაწილეობას.

„არალეგიტიმურია ცესკო-ს ადმინისტრაცია, რადგან მოვალეობის შემსრულებლები მართავენ. ასევე პრობლემაა, ერთი და იგივე კომპანია, რომელიც რატომღაც ყველა ქვეყანაში უწევს აუდიტს ამ ტექნოლოგიებს. ვპირდები „ქართულ ოცნებას“, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც, ჩვენ გვაქვს ისეთი ტექნოლოგიები მოფიქრებული, არც ერთი ხმის გაყალბების უფლებას არ მოგცემთ. წელი დასრულდება დეოლიგარქიზაციით საქართველოში, რომლის მთავარი მაჩვენებელიც იქნება კოალიციური მმართველობა. ნამდვილად არ ვენდობი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ვენდობი მხოლოდ იმას, რასაც უკვე თვეებია, ჩვენ ვამზადებთ, ბევრ სიახლეს ნახავენ „ქოცები“ და ნახავენ, რომ აბსოლუტურად სხვაგვარად წარვსდგებით ამ არჩევნებზე.

თანამედროვე ტექნოლოგიები თუ ვინმემ იცის ამ ქვეყანაში, მე მგონი, თავმდაბლად, მე ვიცი. ეს თანამედროვე ტექნოლოგიები არის წარსული, აი, თანამედროვე ტექნოლოგიები, რასაც ჩვენ გამოვიყენებთ, ის არის მომავალი. ვინმე თუ ცდილობს ამ ხმების გაყალბებისთვის მომზადებას, ვერც ერთ ხმას ვერ გააყალბებენ. აბსოლუტურად ყველა პროცესში ვიქნებით. მთავარი საკითხი და ტესტი ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის იქნება, როდესაც შემაჯამებელი ოქმი შედგება, რომელიც ცვლის ხელისუფლებას ქვეყანაში, აწერენ თუ არა ხელს, თუ არ მოაწერენ ხელს, ეს სხვა პრობლემა იქნება, მაგრამ მოუწევთ ამაზე ხელის მოწერა. წელს არის ხელისუფლების ცვლილების წელი, დეოლიგარქიზაცია დამთავრდება კოალიციური მმართველობით და ამისთვის ჩვენ სრულფასოვნად ვემზადებით. ბევრი სიახლე იქნება ჩვენი მხრიდან, რომელსაც გამოვიყენებთ როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების დღეს, რათა „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხოს ქართველი ხალხის ნების გაყალბება“, – განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი თემები