აფეთქება აზერბაიჯანში – დაშავდა სამი ადამიანი

აზერბაიჯანში, ქალაქ შირვანში თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ ქარხანაში აფეთქება მოხდა. ადგილობრივი პროკურატურის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ჭურვი დაზიანდა.

ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ და მომხდარის გამომწვევ მიზეზს იკვლევენ.

მსგავსი თემები