„კოვიდმა კარგი კვალი დატოვა, ხელი შეიწყო ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას“ – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციონისტ თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, გრიპით მატების დროს სულ გვქონდა ამ სეზონზე გარდაცვალების ორი ფაქტი დასავლეთ საქართველოში. ხოლო “კოვიდით” გარდაცვალება საერთოდ არ გვქონია.

მისი თქმით, ეს ცალსახად მიუთითებს, რომ საქართველოში განსაკუთრებული არაფერი ხდება რესპირაციული ინფექციების მხრივ

„თუ არის მატება და სიჭარბე, ის ძალიან კარგად იმართება. კოვიდმა რაღაცა კარგი კვალი დატოვა, ეს არის ის, რომ მან ხელი შეიწყო ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას. კერძოდ, რესპირაციული ინფექციების მართვის კუთხით. ეს ეხება როგორც ინტელექტუალურ დონეს, ისე ინფრასტრუქტურას. მკვეთრად ამაღლდა ექიმების მომზადების დონე, მათ შორის ყველა სუსტი რგოლი საქართველოში იყო ოჯახის ექიმები და დაინერგა ახალი მეთოდები, შეიქმნა სისტემური მიდგომები ამ რესპირაციული ვირუსების მართვით კუთხით. ყველაფერი ამის დადებით შედეგს ვიმკით ახლა“ – აღნიშნა ცერცვაძემ.

მსგავსი თემები