ჩინეთის ერთ-ერთი სკოლაში გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა

ცენტრალური ჩინეთის, ხენანის პროვინციის ქალაქ ნანიანთან ახლოს მდებარე სოფელ იანშანპუში, სკოლის საერთო საცხოვრებელში გაჩენილ ხანძრს 13 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

შემთხვევის ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა ხანძარი სწრაფად ჩააქრეს. დაშავებული მე-14 ადამიანი, ხანძრის შედეგად მიღებული დაზიანებების სამკურნალოდ, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის თქმით, სამართალდამცავებმა დააკავეს სკოლის ხელმძღვანელი.

მსგავსი თემები