იაპონური რობოტი მთვარეზე წარმატებით დაეშვა

იაპონური რობოტი მთვარეზე წარმატებით დაეშვა, მაგრამ მზის ენერგიის სისტემასთან დაკავშირებული ხარვეზების გამო, შესაძლოა მისია მხოლოდ რამდენიმე საათი გაგრძელდეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მთვარის საკვლევი ჭკვიანი დასაჯდომი მოდული (Slim)მთვარის ეკვატორულ კრატერთან დაეშვა. აშშ-ს, საბჭოთა კავშირის, ჩინეთისა და ინდოეთის შემდეგ, იაპონია გახდა მსოფლიოს მეხუთე ქვეყანა, რომელმაც დედამიწის თანამგზავრზე მოდული უსაფრთხოდ დასვა. ჯერჯერობით უცნობი მიზეზების გამო, Slim-ი ელექტროენერგიის გამომუშავებას დიდი ალბათობით ვერ შეძლებს. ის მხოლოდ ბატარეებში შენახულ ენერგიას გამოიყენებს, რის შემდეგაც გაითიშება.

ცნობისთვის, თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ინფრაწითელი კამერით აღჭურვილ რობოტს მთვარის გეოლოგია 2 კვირის განმავლობაში უნდა ეკვლია.

მსგავსი თემები