რუსმა ოკუპანტებმა კუპიანსკის 15-ზე მეტი დასახლებული პუნქტი დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა კუპიანსკის 15-ზე მეტი დასახლებული პუნქტი არტილერიით დაბომბეს. ინფორმაციას ხარკოვის ოლქის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.

,,მტრის მხრიდან საარტილერიო და ნაღმმტყორცნებიდან იერიში განხორციელდა რეგიონის 15-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე. მათ შორის დაიბომბა კოზაჩა ლოპანი, ხარკოვის რაიონი; ვოვჩანსკი, ვოვჩანსკი ხუტორი, ჩუგუივის რაიონის ბუდარკი; დვორიჩნა, სინკივკა, ივანივკა, ბერესტოვი, კუპიანსკის რაიონი,” – წერს სინებუგოვი Telegram-ზე.

მსგავსი თემები