,,ვიღაც ვიგინდარები პატრიარქს ჯაშუშს უწოდებენ და 7 იანვარს შობის აღნიშვნას ეწინააღმდეგებიან” – ლევან ნიკოლეიშვილი

არ მოსწონთ შალვა პაპუაშვილის განცხადება, სამაგიეროდ მოსწონთ, რომ ვიღაც ვიგინდარები პატრიარქს ჯაშუშს უწოდებენ და 7 იანვარს შობის აღნიშნავს ეწინააღმდეგებიან, ხატებსა თუ წმინდანებს შეურაცხყოფენ. ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შალვა პაპუაშვილის განცხადებისადმი კრიტიკას.

„არ მოსწონთ შალვა პაპუაშვილის განცხადება, სამაგიეროდ მოსწონთ რომ ვიღაც ვიგინდარები პატრიარქს ჯაშუშს უწოდებენ და 7 იანვარს შობის აღნიშვნას ეწინააღმდეგებიან, ხატებსა თუ წმინდანებს შეურაცხყოფენ – ერთი ეს დარჩათ ეკლესიებს დასანგრევად მიადგნენ. ამ ყველაფერს კი ხან ტოლერანტობით, ხანაც პროდასავლეთელობით ნიღბავენ. გასაგებია, რომ არც კაცის ეშინიათ და არც ღმერთის, თუმცა მოკითხვაც და განკითხვაც აუცილებლად მოუწევთ“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

მსგავსი თემები