ევროკავშირმა “ჰამასთან” დაკავშირებულ 6 პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა “ჰამასთან” დაკავშირებულ 6 პირს სანქციები დაუწესა. მათ აქტივები გაეყინათ და მოგზაურობაზე აკრძალვები დაუწესდათ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

სანქციების დაწესების მიზეზად იარაღით ვაჭრობა, ისრაელის უსაფრთხოების, ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა დასახელდა. როგორც ევროსაბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, სანქციების ახალი ჩარჩო ძალაში 2025 წლის 19 იანვრამდე იქნება და საჭიროებისამებრ, განიხილება, განახლდება და შეიცვლება.

მსგავსი თემები