,,მჯერა, უახლოეს პერიოდში, კიდევ უფრო მეტად აღელდება ღარიბაშვილი” – მელია

,,მჯერა, უახლოეს პერიოდში, კიდევ უფრო მეტად აღელდება ღარიბაშვილი”. ამის შესახებ ნიკა მელიამ განაცხადა.

,,ბუნებაში არ არსებობს ხელისუფლება ნებისმიერი ქვეყნის, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიაში ან მის დაწყებამდე იტყვის, რომ მას არ აქვს შანსი გამარჯვების. რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში ბევრი შევთანხმდებით, რომ ცხოვრობს გაიცლებით მეტი ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქე, ვისაც აღარ სურს ბიძინა ივანიშვილის ეს ხელისუფლება მართვის სადავეებთან. უახლოეს პერიოდში, მე მჯერა, რომ განხორციელდება ძალიან ადეკვატური გადაჯგუფება ოპოზიციურ ველზე სადაც, შედგება ღირებულებათა კავშირი და ბევრ საქართველოს მოქალაქეს დაუბრუნდება რწმენაც და დაუბრუნდება არჩევანის გაკეთების შესაძლებლობაც. ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტად აღელდება ბატონი ღარიბაშვილი”, – ამბობს ნიკა მელია “ოცნების” ლიდერების განცხადებების პასუხად.

მსგავსი თემები