ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთისა და ბელარუსის საზღვრებთან ერთობლივ თავდაცვის ზონას შექმნიან

ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის თავდაცვის მინისტრებმა რიგაში გამართულ შეხვედრაზე დღეს ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანა ერთობლივ თავდაცვის ზონას შექმნიან რუსეთისა და ბელარუსის საზღვრებთან.

„მობილურობის საწინააღმდეგო თავდაცვითი დანადგარების აშენება არის კარგად გააზრებული პროექტი, რომლის საჭიროება გამომდინარეობს უსაფრთხოების არსებული სიტუაციიდან. რუსეთის ომმა უკრაინაში აჩვენა, რომ აღჭურვილობის, საბრძოლო მასალისა და ცოცხალი ძალის გარდა, საჭიროა საზღვრების დაცვაც”, – განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდაცვის დანადგარების მიზანია რეგიონში სამხედრო კონფლიქტის თავიდან აცილება.

„ჩვენ ამას ვახორციელებთ იმისთვის, რომ ესტონელმა ხალხმა თავი დაცულად იგრძნოს, მაგრამ თუ ოდნავი რისკი გაჩნდა, ჩვენ უფრო ოპერატიულად ვიქნებით მზად სხვადასხვა მოვლენებისთვის“, – დასძინა პევკურმა.

მსგავსი თემები