წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოები იანვრის ბოლოს დასრულდება

წერეთლის გამზირზე 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები და იანვრის ბოლოს დასრულებული იქნება. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.

„აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოები. ჩვენ დედაქალაქის მოსახლეობას შევპირდით, რომ იანვრის ბოლოს საგზაო სამუშაოები სრულად იქნება დასრულებული. ამ პირობას ჩვენ მივყვებით და აუცილებლად შევასრულებთ. ღამის განმავლობაშიც აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები და ამას შეიძლება გარკვეული სახის დისკომფორტი ჰქონდეს მოსახლეობისთვის, თუმცა სხვა შემთხვევაში შეუძლებელია სამუშაოების დამთავრება. ამიტომ 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები და იანვრის ბოლოს დასრულებული იქნება“, – აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.

მსგავსი თემები