,,რუსეთის გამარჯვება ნიშნავს ევროპის უსაფრთხოების დასასრულს” – მაკრონი

,,რუსეთის გამარჯვება ნიშნავს ევროპის უსაფრთხოების დასასრულს”. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა.

ასევე, მან ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრიას მოუწოდა, გაზარდოს წარმოება, რადგან ევროპა ცდილობს გაზარდოს იარაღის მიწოდება უკრაინისთვის.

„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ტრანსფორმაცია, რომელიც დავიწყეთ, რათა უფრო სწრაფად ვუპასუხოთ უკრაინის საჭიროებებს რუსეთის წინააღმდეგ ომში. ჩვენ ვერ დავუშვებთ რუსეთმა იფიქროს, რომ შეუძლია გაიმარჯვოს. რუსეთის გამარჯვება ნიშნავს ევროპის უსაფრთხოების დასასრულს”, – თქვა მაკრონმა სამხედროებისთვის მიმართვის დროს.

მსგავსი თემები