შესაძლოა, თებერვალ-მარტში ვირუსის შემთხვევებმა მოიმატოს

,,სწავლა ახლახან განახლდა და ჯერჯერობით ძნელია თქმა მოიმატა თუ არა შემთხვევებმა, ჩვენ ჯერ არ შეგვიმჩნევია. ზოგადად, რესპირატორულ ინფექციებს ორი პიკი აქვს, ნოემბერი-დეკემბერი და თებერვალი-მარტი“ – აცხადებს ინფექციონისტი თენგის ცერცვაძე.

მისი შეფასებით, ამ პერიოდში ვირუსის შემთხვევების მატება ჩვეულებრივი მოვლენაა.

„თებერვალ-მარტში შეიძლება, მოიმატოს, მაგრამ სავალდებულო არ არის. შეიძლება, არც მოიმატოს, რომც მოიმატოს, არაფერი ამაში ექსტრაორდინარული და საგანგაშო არ იქნება, რამეთუ საქართველოში ძალიან კარგად იმართება რესპირაციული ინფექციები. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ სადღეისოდ ერთ-ერთი ყველაზე დაბალია გარდაცვალებათა რაოდენობა საქართველოში როგორც კოვიდის დროს, ისე სხვა რესპირაციული ინფექციების“  – აღნიშნავს ცერცვაძე.

 

მსგავსი თემები