რუსეთში “ჰამასის” წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ

ტერორისტული დაჯგუფება “ჰამასის” წარმომადგენლები, მუსა აბუ მარზუკი და ბასემ ნაიმი, მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ. ისინი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხაილ ბოგდანოვს შეხვდნენ, რომელიც წარსულში რუსეთის სრულუფლებიანი ელჩი იყო ისრაელში.

,,საუბრისას ყურადღება გამახვილდა პალესტინა-ისრაელის მიმდინარე დაპირისპირებაზე, რომლის ფონზეც ღაზiს სექტორში ჰუმანიტარულმა კრიზისმა კატასტროფულ მასშტაბებს მიაღწია”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის წარმომადგენელმა “ჰამასის” წევრებს ისრაელელი ტყვეების გათავისუფლებისკენაც მოუწოდა. ტყვეობაში ამ დროისთვის 3 რუსი იმყოფება.

მსგავსი თემები