არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულის დაჭრისთვის დაკავებულ მამაკაცს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულის დაჭრისთვის დაკავებულს, სიღნაღის სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 14 წლის გოგონა მამიდის ქმარმა გააუპატიურა, ფაქტის გახმაურების შემდეგ კი მოძალადე ბავშვის მეორე ბიძამ დაჭრა. გამოძიება მის წინააღმდეგ 19/108 -ე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დამძიმდა, რადგან თავდაპირველად საქმე 117-ე , ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით იყო აღძრული.

ბრალდებული ფაქტს აღიარებს. ის პოლიციას თავადვე ჩაბარდა, სწორედ ამიტომ, დაცვის მხარე სიღნაღის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე კაცის ორი ათასლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

რაც შეეხება გაუპატიურებაში ბრალდებულს. ის ამჟამად საავადმყოფოშია და მის წინააღმდეგ საქმე სსკ-ის 137-ე, გაუპატიურების მუხლით დაიწყო. საავადმყოფოშია მოთავსებული ძალადობის მსხვერპლი მოზარდიც.

 

მსგავსი თემები