4 მცირეწლოვანი შვილი დარჩა – ვინ არის ბაკურიანში გარდაცვლილი ახალგაზრდა

ბაკურიანში გარდაცვლილი ახალგაზრდა გიორგი ტუხაშვილია. ის დედასთან, მეუღლესა და 4 მცირეწლოვან შვილთან ერთად სამთო კურორტზე ისვენებდა.

გიორგი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტარ­ტა­პე­რი იყო. წლე­ბი კონ­სალ­ტინ­გის მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობ­და. ეხ­მა­რე­ბო­და კო­მერ­ცი­ულ და არა­კო­მერ­ცი­ულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს და წარ­მა­ტე­ბით აშე­ნებ­და სტარ­ტაპ ეკო-სის­ტე­მას. მან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა Startup Grind Tbilisi-ის ზრდა­ში, რაც სტარ­ტა­პე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის ხელ­შე­სა­ხებ ღი­რე­ბუ­ლე­ბას ქმნის. 2 წლის წინ მარ­ტი­ვი ინ­ვო­ი­სი­რე­ბი­სა და ფი­ნან­სუ­რი ხელ­სა­წყო­ე­ბის სტარ­ტაპ Kernel-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გახ­და. თავ­და­პირ­ვე­ლად ის კომ­პა­ნი­ის პრო­დუქ­ტის გუნდს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა დღის მეორე ნახევარში, ერთ-ერთ სათხილამურო ტრასაზე, სრიალისას მოხდა. 35 წლამდე ასაკის კაცი მოზარდს დაეჯახა, რომელიც შემთხვევის დროს დაშავდა. ახალგაზრდა კაცი კი, ადგილზე მისულ სასწრაფოს ჯგუფს გარდაცვლილი დახვდა. დაშავებული მოზარდი კლინიკაშია გადაყვანილი.

მსგავსი თემები