კახეთში 12 წლის გოგო მამიდის ქმარმა გააუპატიურა

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 12 წლის გოგო მამიდის ქმარმა გააუპატიურა.

ძალადობის შესახებ, არასრულწლოვანმა ოჯახის წევრებს შეატყობინა, რის შემდეგაც გოგონას ბიძამ მამაკაცს ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, გოგონას ბიძა კი დაკავებულია.

საავადმყოფოშია მოთავსებული არასრულწლოვანიც. ექიმების განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 137 მუხლებით (გაუპატიურება) დაიწყო.

მსგავსი თემები