შალვა პაპუაშვილმა ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი დირექტორი წარადგინა

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელ პირებს ახალი დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია წარუდგინა.

,,პარლამენტის თავმჯდომარემ ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებს მრავალწლიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, ახალ დირექტორს კი საერთო ეროვნულ საქმეში წარმატება უსურვა.

შეხვედრაზე კონსტანტინე გამსახურდიამ თანამშრომლებს ეროვნული ბიბლიოთეკის განვითარების ხედვა გააცნო. საუბარი, აგრეთვე, შეეხო ბიბლიოთეკაში მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებს”, – ნათქვამია პარლამენტის ოფიციალურ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები