მამაკაცი, ვინც 14 წლის ნათესავი გააუპატიურა, მართვით სუნთქვაზეა

გურჯაანში მომხდარ უმძიმეს ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება  117-ე, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების და 137-ე – გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს. 45 წლამდე მამაკაცია, რომელმაც ნათესავი ბავშვი გააუპატიურა მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ბავშვის ოჯახი დამნაშავის უმკაცრესი წისით დასჯას ითხოვს. მათი თქმით, ახლობლის ქელეხის სუფრას აწყობდნენ და ამის გამო ბავშვი ფერმაში მყოფ ნათესავს ჩააბარეს. მამაკაცმა კი ბავშვზე იძალადა.

„ბავშვი იმ უნამუსო კაცს დავუტოვეთ მან კი გააუპატიურა.  ბავშვმა დედას დაურეკა და დახმარება სთხოვა.  ის უნამუსო კაცი კი ჩვენმა ნათესავებმა დაჭრეს. ეს არის საშინელება. არ ვაპატიებთ, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს“ – ამბობენ ბავშვის ოჯახის წევრები.

ამბავი რომ ბავშვის ნატესავებმა გაიგეს, მამაკაცი, ვინც ბავშვზე იძალადა, დაჭრეს. ის საგარეჯოს საავადმყოფოში ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება. დაჭრის ფაქტზე კი ბავშვის ნათესავი დააკავეს.

მსგავსი თემები