ბათუმის აეროპორტში გამნაღმველები მუშაობდნენ

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გამნაღმველები მუშაობდნენ. არსებული ინფორმაციით, აეროპორტში შევიდა შეტყობინება სახიფათო ვითარების შესახებ, რის შემდეგაც შესაბამისი პროცედურები განხორციელდა. ამ დროისთვის გამნაღმველებმა აეროპორტში მუშაობა დაასრულეს. შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა.

აღნიშნული შემთხვევის გამო, ორი საათით გადაიდო „თურქეთის ავიახაზების“, ბათუმი-სტამბოლის რეისი, რომელიც 17:40 საათზე უნდა შესრულებულიყო და 19:40 საათზე შესრულდება. ამჟამად მიმდინარეობს მგზავრების ჩასხდომა.

მსგავსი თემები