,,რუსი ლიდერების ამჟამინდელ სიგიჟეს მსოფლიოს ყველა ერისთვის მოაქვს გაურკვევლობა და საფრთხე” – ზელენსკი

,,რუსი ლიდერების ამჟამინდელ სიგიჟეს მსოფლიოს ყველა ერისთვის მოაქვს გაურკვევლობა და საფრთხე”. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ტრადიციულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.

,,რუსი ლიდერების ამჟამინდელ სიგიჟეს მსოფლიოს ყველა ერისთვის მოაქვს გაურკვევლობა და საფრთხე. მსოფლიო უფრო და უფრო აცნობიერებს, რომ წინ შეიძლება მეტი ომი იყოს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალა, რომ ეს შევაჩეროთ. ჩვენ გვაქვს ძალა დავიცვათ ნორმალური ცხოვრება. მსოფლიოს აქვს ეს ძალა და ამ ძალამ უნდა იმუშაოს რუსეთის შესაჩერებლად. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც გვეხმარება. ვინც იცავს უკრაინას, ვისაც ახსოვს, რომ მთავარი გამოწვევა უკრაინისთვის ყველა იმ შესაძლებლობის მიცემაა, რაც ოკუპანტებს ჩვენი მიწიდან განდევნის. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები