რუსი ოკუპანტები სოფელ ორჭოსანთან სანგრებს თხრიან

რუსი ოკუპანტები დროებით ოკუპირებულ სოფელ ორჭოსანთან სანგრებს თხრიან. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ,,ძალა ერთობაშია” დამფუძნებელი, დავით ქაცარავა არ გამორიცხავს, რომ სანგრების გათხრა ოკუპანტების სამომავლო გეგმებსა და სამხედრო აგრესიას უკავშირდებოდეს.

,,ეს თხრილი და სასანგრე სისტემის გაგრძელებაც წარმოადგენს, იმ მთლიანი მოსამზადებელი ჯაჭვის ერთ-ერთ რგოლს, რომელსაც ჩვენ უკვე თვალყურს ვადევნებთ 2023 წლის მარტიდან. ეს არ არის რაღაც ერთეული შემთხვევა. ეს არის სისტემური მოქმედება საოკუპაციო რეჟიმის, რომელიც აღნიშნავს იმას, რომ რუსეთი ემზადება რაღაცისთვის. რუსეთის მხრიდან ეს არის მორიგი აგრესიული მესიჯი, რომლითაც ის კიდევ ერთხელ გვაშინებს და დიდი ალბათობით, შესაძლებელია, ის ემზადებოდეს კიდევაც გარკვეული აგრესიული ქმედებებისთვის”, – ამბობს ქაცარავა.

მსგავსი თემები