სალონიკში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

სალონიკში ძარცვის, ქურდობისა და ქონების დაზიანების ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 36 წლის მამაკაცი ტანსაცმლის მაღაზიაში ქორდობის მცდელობისას შენიშნეს, რის შემდეგაც მაღაზიის მფლობელს ის ბასრი საგნით დაემუქრა.

როგორც საქმის მასალებიდან გაირკვა, დაკავებულმა იმავე დღეს ერთ-ერთ აფთიაქში შეჭრა სცადა, ხოლო ორი საკონდიტროდან ფული მოიპარა. თანხა მას ჩხრეკისას ამოუღეს და კანონიერ მფლობელებს დაუბრუნეს.

გამოძიების ცნობით, ამოღებულია სავარაუდოდ ქურდობისთვის საჭირო ინსტრუმენტები. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მსგავსი თემები