,,მოსკოვის აეროპორტებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დნმ-ის ანალიზს აუღებენ და ჩაწერენ მის ხმას” – რუსული მედია

რუსეთი საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს აღრიცხავს. ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

რუსეთის მთავრობის მიერ დამტკიცებულ საიმიგრაციო პოლიტიკის გეგმის მიხედვით, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამოქალაქეებს სავალდებულო აღრიცხვა საკონსულოებში მოუწევთ. ასევე, იურიდიულად განისაზღვრება ცნება “მოქალაქე, რომელიც მუდმივად ცხოვრობს რუსეთის საზღვრებს გარეთ” და დადგინდება მისი სამართლებრივი სტატუსი. კონკრეტული ზომები, რომლითაც საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს აღრიცხვას აიძულებენ, დოკუმენტში არ არის მითითებული. გეგმა ითვალისწინებს რუსეთში ჩასული უცხო ქვეყნის მოქალაქეების ციფრული პროფილის შექმნასაც, რომელიც უნდა მოიცავდეს მის ბიომეტრიულ მონაცემებს.

,,მოსკოვის აეროპორტებში, ექსპერიმენტის სახით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დნმ-ის ანალიზს აუღებენ და ჩაწერენ მის ხმას,” – წერს რუსული მედია.

მსგავსი თემები