,,რუსეთი ძლიერად უტევს უკრაინას, ვითარება ბრძოლის ველზე უკიდურესად მძიმეა”- სტოლტენბერგი

რუსეთი ძლიერად უტევს უკრაინას, ვითარება ბრძოლის ველზე უკიდურესად მძიმეა, რუსები ახლა უტევენ ფრონტის ხაზის მრავალ ნაწილში, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე უკრაინაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მასშტაბურმა შეტევამ, რომელიც უკრაინელებმა აწარმოეს გასულ ზაფხულს, არ გამოიღო ის შედეგები, რომელთა იმედიც ყველას ჰქონდა.

„რა თქმა უნდა, მასშტაბურმა შეტევამ, რომელიც უკრაინელებმა აწარმოეს გასულ ზაფხულს, არ გამოიღო ის შედეგები, რომელთა იმედიც ყველას გვქონდა. ჩვენ ვხედავთ, როგორ აძლიერებს რუსეთი თავის პოზიციებს, როგორ იძენენ ისინი დრონებს ირანისგან, აშენებენ დრონის მწარმოებელ საკუთარ ქარხანას, როგორ იღებენ საბრძოლო აღჭურვილობას და ბალისტიკურ რაკეტებს ჩრდილოეთ კორეისგან, მათ ასევე აჩვენეს მაღალი შემგუებლობა მსხვერპლის მიმართ. ასე რომ, რუსეთი ძლიერად უტევს და ეს არის სერიოზული, ჩვენ ყოველთვის სათანადოდ უნდა შევაფასოთ რუსეთი. თუმცა, ამასთან ერთად, მე მჯერა, რომ არის ასევე ოპტიმიზმის მიზეზიც. პირველ ყოვლისა, უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც ეს ომი დაიწყო ფართომასშტაბური ინტერვენციით 2022 წელს, ექსპერტების უმეტესობას მიაჩნდა, რომ რუსეთი კიევს რამდენიმე დღეში დაიკავებდა და უკრაინაზე კონტროლს რამდენიმე კვირაში დაამყარებდა. ეს არ მომხდარა. მოხდა საპირისპირო. უკრაინამ კონტრიერიში აწარმოა, გაათავისუფლა ჩრდილოეთ, აღმოსავლეთი და სამხრეთით ხერსონი. მათ მიაღწიეს დიდ სამხედრო გამარჯვებებს შავ ზღვაში, გახსნეს დერეფანი და ახლა მათ შეუძლიათ მარცვლეულის ექსპორტი შავი ზღვის გავლით და თქვენ ხედავთ, როგორ დარტყმებს აყენებენ ისინი რუსეთის საჰაერო ძალებსა და ფლოტს. ეს არის დიდი სამხედრო გამარჯვებები უკრაინისთვის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები