,,ყველაზე რთული მოლაპარაკებები მაშინ არის, როცა უბრალოდ გინდა, ოპონენტს ცხვირში უთავაზო”- კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ყველაზე რთული მოლაპარაკებები მაშინაა, როცა უბრალოდ გინდა, რომ “ოპონენტს ცხვირში უთავაზო.” მისი თქმით, ასეთი შემთხვევა 2-3-ჯერ ჰქონდა.

,,ყველაზე რთული მოლაპარაკებები მაშინ არის, როცა უბრალოდ გრძნობ, რომ გინდა ოპონენტს ცხვირში უთავაზო, მაგრამ ამის გაკეთება არ შეგიძლია. ეს მე 2-3-ჯერ დამემართა და ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო, როდესაც 2022 წლის გაზაფხულზე ანტალიაში ლავროვს შევხვდი,”- განაცხადა კულებამ.

მსგავსი თემები