“ეს არის ომი, განადგურება და შიში” – ზელენკსი დავოსიდან

უკრაინის პრეზიდენტი დავოსში იმყოფება, სადაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, პუტინი არ შეიცვლება, თუცა, მას არ უნდა მისცეთ საშუალება, დანაშაული ჩაიდინოს.

„ევროპაში სრულმასშტაბიანი ომი 2 წელია მიმდინარეობს. რუსეთის მხრიდან ყირიმის უკანონო ანექსიის დაწყებიდან თითქმის 10 წელი გავიდა. პუტინი აგრძელებს იმ გზას, რაც მე-20 საუკუნეში უნდა დასრულებულიყო. ეს არის ომი, განადგურება და შიში, რომ კონფლიქტი არასოდეს დასრულდება“ – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე შეფასებით, აგრესორი ყველა ძალით უნდა შეაკავონ.

„პუტინი ომს განასახიერებს. პუტინი არ შეიცვლება. ჩვენ უნდა შევიცვალოთ. ჩვენ არ უნდა მივცეთ მას და სხვა აგრესორებს საშუალება დანაშაული ჩაიდინონ. მსგავსი რეჟიმები იქამდე არსებობენ, სანამ ომის გაგრძელების შესაძლებლობა აქვთ“ – განაცხადა ზელენსკიმ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე.

 

მსგავსი თემები