,,ბოლოს ნახეს ღამის 3 საათზე, დიღმის ტერიტორიაზე”- დაკარგული დათი გავაშელის მეუღლე მიმართვას ავრცელებს

თბილისში დაკარგულ დათი გავაშელის მეუღლე, ლიზა კარაშვილი მიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, ახალგაზრდა კაცი ბოლოს ნახეს ღამის 3 საათზე, დიღმის ტერიტორიაზე.

„ჩემი მეუღლე, დათი გავაშელი დაიკარგა გუშინ, 5 საათისთვის. გთხოვთ ყველას, დამეხმარეთ, ყველა წუთს აქვს მნიშვნელობა! არის ძალიან თხლად ჩაცმული და უკვე 17 საათია ქუჩაშია. ბოლოს ნახეს ღამის 3 საათზე, დიღმის ტერიტორიაზე. ვეძებთ უშედეგოდ. თუ ვინმე შენიშნავთ დამირეკეთ 591 00 02 20,“ – წერს დათი გავაშელის მეუღლე.

 

მსგავსი თემები