„სტალინი მატრონასთან საერთოდ არ ყოფილა, ხატზე მისი გამოსახვა უმეცრებაა“ – მეუფე

მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, სტალინი მატრონასთან საერთოდ არ ყოფილა და ხატზე მისი გამოსახულება უმეცრების შედეგია. როგორც მეუფე განმარტავს, ზოგადად, კომუნისტური რეჟიმი და სტალინიც უნდა გასამართლდეს.

„სტალინის ხატზე მოხვედრა უმეცრების ბრალი იყო. უმეცრება იმისი, ვინც ხატი შეუკვეთა და ვინც ხატი შეასრულა. რის მიხედვით გააკეთა ეს სცენა?  სტალინი არ ყოფილა საერთოდ მატრონასთან სტუმრად და ამიტომ ამ ხატზე ამ სცენის გამოხატვა უმეცრების შედეგია და ამის დაკავშირება რუსეთთან არ არის სწორი. რუსეთის ეკლესიაში იყო მცდელობა მსგავსი ხატის ტაძარში შეტანის და მათ იციან და არაფრით შეატანინეს, იმიტომ, რომ არასწორი ხატია. მთელი კომუნისტური რეჟიმი უნდა გასამართლდეს, სტალინიც და სასამართლომ დაუდგინოს სასჯელი, ჩვენ რომ არ ვიდაოთ ვინ ვინ იყო“ – აცხადებს მეუფე.

მსგავსი თემები