ზელენსკი დავოსში ბლინკენსა და სალივანს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში ვიზიტისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, ჯეკ სალივანს შეხვდა.

,,აშშ-ის მუდმივ მხარდაჭერის იმედი გვაქვს, რაც აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს თავდაცვის სფეროში უკრაინასა და აშშ-ს შორის შემდგომი თანამშრომლობა, ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდა საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და შორი დისტანციურ იარაღზე.

მსგავსი თემები