ერაყის ჩრდილოეთით, ქურთისტანში სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

ერაყის ქურთისტანში, ერბილის აეროპორტის მახლობლად სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დანაღმული უპილოტო აპარატების სამიზნე ერბილის აეროპორტში განთავსებული საერთაშორისო კოალიციის სამხედრო ბაზა იყო.

ერაყის ქურთისტანის ანტიტერორისტული სამსახურის განცხადებაში არ არის ნათქვამი, იყო თუ არა მსხვერპლი ან ინფრასტრუქტურის დაზიანება თავდასხმის შედეგად. აღნიშნული ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ერბილი ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა. ირანში თქვეს, რომ თავდასხმის სამიზნე ისრაელის დაზვერვის შტაბი იყო.

მსგავსი თემები