გერმანიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, ორ​​ თანამზრახველს კი პოლიცია ეძებს

გერმანიაში სიგარეტის ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს, ორ ეჭვმიტანილს კი ამ დრომდე ეძებენ.

გერმანული მედიის ცნობით, ქართველმა კაცმა სუპერმარკეტის ტერიტორია ორ თანამზრახველთან ერთად დატოვა. პოლიციამ ისინი სხვა სუპერმარკეტის ავტოსადგომზე იპოვა. სანამ საქართველოს მოქალაქის ვინაობა დგინდებოდა, ორმა თანამზრახველმა გაქცევა მოახერხა.

საქმეზე გამოძიება გრძელდება. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი თემები