ზელენსკი დავოსში იენს სტოლტენბერგს შეხვდა 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

უკრაინის პრეზიდენტის  ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგთან მან განიხილა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაცია.

მისივე ცნობით, განიხილეს უკრაინის თავდაცვითი საჭიროებები, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, ასევე ვაშინგტონში დაგეგმილი ნატო-ს სამიტისთვის მზადება და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით პარტნიორებთან მიმდინარე სამუშაო.

 

მსგავსი თემები