,,რუსეთი ახლა ჩინეთზეა დამოკიდებული” – ლეიენი

,,რუსეთი ახლა ჩინეთზეა დამოკიდებული”, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დენ ლეიენმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

,,რუსეთი მარცხდება სტრატეგიულ მიზნებში. ეს არის უპირველეს ყოვლისა სამხედრო მარცხი. რუსეთის წარუმატებლობა ასევე ეკონომიკურია. რუსეთი ახლა ჩინეთზეა დამოკიდებული. უკრაინამ დღემდე შეინარჩუნა თავისი თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოსკოვთან თითქმის ორწლიანი ომის დროს. ამავდროულად, უკრაინა უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე EU-ში გაწევრიანებასთან”, – განაცხადა ფონ დენ ლაიაენმა.

მსგავსი თემები