,,ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია რუსული ფლოტის გაყვანა შავი ზღვიდან”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი დავოსში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრას დაესწრო. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბიზნესის წარმომადგენლები  უკრაინაში ინვესტიციებისა და ქვეყნის აღდგენაში მონაწილეობის მისაღებადაც მიიწვია.

მისი თქმით, უკრაინამ აღადგინა საექსპორტო შესაძლებლობები რუსეთისგან დამოუკიდებელი „მარცვლეულის დერეფნის“ ფუნქციონირებით.

,,ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია რუსული ფლოტის გაყვანა შავი ზღვიდან. დავიწყეთ არა მარტო მარცვლეულის, არამედ სხვა საქონლის ტრანსპორტირებაც – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები