„თუ ხატს არ წაიღებენ, საპატრიარქო გაააკეთებს ამას“ – მეუფე ნიკოლოზი

მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, სამების ტაძარში საღებავი შეასხეს არა სტალინს, არამედ მატრონას. როგორც მეუფე განარტავს, ეს დასაგმობია. რაც შეეხება ხატის გადაწერას, მეუფე აბობს, რომ ეს აუცილებლად უნდა მოხდეს.

„შეიძლება წმინდა მატრონას ხატს საღებავი შეასხა და ეს მოგეწონოს? ვიღაცამ შეასხა, ეს არ არის ნორმალური მოქმედება. საღებავი სტალინისთვის არავის შეუსხამს. თუ სტალინის მიმართ პროტესტი გვაქვს, გამოვხატოთ, არავინ ამის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ შეიძლება მატრონას სახეში საღებავი შეასხა და ეს ნორმალურად ჩათვალო?“ – ამბობს მეუფე.

მისი განმარტებუთ, ხატი უნდა შეიცვალოს.

„ვფიქრობ, რომ საპატრიარქოს განცხადება ამომწურავი იყო.  თუ შემომწირველები ამ ხატს არ წაიღებენ, ეს ადვილი არ არის, დიდი ხატია და როგორც მოიტანეს, ისე უნდა წაიღონ, მაგრამ თუ არ წაიღებენ, საპატრიარქო გააკეთებს ამას, თვითონ გაიტანს“ – ამბობს მეუფე.

„სტალინი მატრონასთან საერთოდ არ ყოფილა, ხატზე მისი გამოსახვა უმეცრებაა“ – მეუფე

მსგავსი თემები