ოკუპანტებმა ხერსონის ოლქში სოფლები დაბომბეს – არიან დაშავებულები

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის ორი სოფელი დაბომბეს, რის შედეგადაც 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

,,სოფელ ტიაგინკაში 42 წლის ქალს და 38 წლის კაცს მტერი ქუჩაში სეირნობისას დაესხა თავს. მათ ჭრილობები აღენიშნებათ და სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილნი. გარდა ამისა, დაახლოებით 11:30 საათზე, რუსეთის არმიამ ბილოზერკაში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა. დაშავებულია 44 წლის კაცი. მტრის თავდასხმის დროს ის სახლის ეზოში იმყოფებოდა,” – წერს ხერსონის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ პროკუდინი Telegram-ზე.

მსგავსი თემები