ევროკავშირი უკრაინაში წევრი ქვეყნების მიერ მიწოდებული იარაღის აუდიტს გეგმავს

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური უკრაინაში ევროკავშირის ქვეყნების მიერ იარაღის მიწოდების აუდიტის ჩატარებას გეგმავს.

„ფაინენშელ თაიმსის“ ინფორმაციით, აუდიტის შედეგების წარდგენა ევროკავშირის ლიდერების სამიტზე იგეგმება, რომელით პირველ თებერვალს გაიმართება.

აღნიშნული გადაწყვეტილება გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მოთხოვნას მოჰყვა, რომელმაც უკრაინაში ევროკავშირის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებების შედარება მოითხოვა. შოლცმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების მოცულობას, რომელსაც წევრი ქვეყნების უმეტესობა 2024 წლისთვის გეგმავს, ძალიან მცირე უწოდა და მოუწოდა დახმარების გაზრდისა და ამ გეგმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ევროკავშირის სამიტამდე.

მეტი გამჭვირვალობის ამ მოწოდებას მხარს უჭერენ ბრიუსელის ოფიციალური პირები, რომლებიც თვლიან, რომ ზოგიერთ ქვეყანას შეუძლია მეტი იარაღი მიაწოდოს კონფლიქტის კრიტიკულ მომენტში.

ჯოზეფ ბორელის უწყების აუდიტი დაეყრდნობა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ მიწოდებულ მასალებს. ამასთან, „ფაინენშელ თაიმსის“ ცნობით, ზოგიერთ ქვეყანას არ სურს მონაცემების სრულად გაზიარება.

მსგავსი თემები