რუსეთმა ხერსონი დაბომბა – არიან დაშავებულები

რუსეთმა ხერსონის ოლქის ორი სოფელი დაბომბა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა.

ხერსონის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის განცხადებით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

,,სოფელ ტიაგინკაში 42 წლის ქალს და 38 წლის კაცს მტერი ქუჩაში სეირნობისას დაესხა თავს. მათ ჭრილობები აღენიშნებათ და სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილნი. გარდა ამისა, დაახლოებით 11:30 საათზე, რუსეთის არმიამ ბილოზერკაში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა. დაშავებულია 44 წლის კაცი. მტრის თავდასხმის დროს ის სახლის ეზოში იმყოფებოდა,” – წერს პროკუდინი.

მსგავსი თემები